ჩვენს შესახებ

რა არის Behire?

Behire არის ტექნოლოგიური ტალანტების ყველაზე დიდი კატალოგი. ჩვენი მიზანია ბიზნესებს მარტივად დავანახოთ ის ტალანტი, რაც დღეს ბაზარზე ხელმისაწვდომია. ჩვენ გვინდა შექმნათ განსხვავებული პლატფორმა, რომელიც მომგებიანი იქნება, როგორც ფინანსურად ასევე დროის მხრივ

ჩვენ კარგად გვესმის ტრადიციული დასაქმების პლატფორმების გამოწვევები,სადაც კომპანიები იღებენ ათასობით განაცხადს, რომლიდანაც უმრავლესობა, არც კი შეესაბამება მოთხოვნილებებს. სწორედ ამიტომ შევქმენით Behire, პლატფორმა რომელიც ორივე მხარეს ეხმარება,კომპანიებს დროისა და რესურსების დაზოგვაში, ტალანტებს კი შესაბამისი შეთავაზებების მიღებასა და კარიერული წარმატების კონტროლში.

Behire შექმნილია ტექნოლოგიური ტალანტებისა და ბიზნესებისათვის. ჩვენ ვიცით, რა ქმნის ეფექტურ დასაქმების პროცესს, ამიტომ შევიმუშავეთ პლატფორმა, რომელიც აშორებს ზედმეტ ბარიერებს. პლარფორმა უზრუნველყოფს სწრაფ, თანამედროვე და კომფორტულ გამოცდილებას როგორც ტალანტებისთვის, ასევე ბიზნესებისათვის.

Behire-ის მეშვეობით კომპანიები უშუალოდ უკავშირდებიან მხოლოთ მათთვის მისაღებ ტალანტებს, რომელთაც თავიანთი უნარები და გამოცდილება საკუთარი პროფილის საშუალებით შეუძლიათ წარმოაჩინონ. ნაცვლად იმისა, რომ ასეთი ტალანტები გაუთავებლად ეძებდნენ ახალ შესაძლებლობებს, კომპანიები კი ათასობით განცხადებებში არჩევდნენ იმას ვინც ჭირდებათ, ჩვენი პლატფორმა საშუალებას აძლევს კომპანიებს თავად გადადგან პირველი ნაბიჯი,რაც ორივე მხარისთვის დროისა და რესურსების დაზოგვას ნიშნავს.

🚀 Behire – მარტივი, ეფექტური და სამართლიანი დასაქმების მომავალი!

როგორ მუშაობს?

  • 1

    ტალანტები ქმნიან საკუთარ პროფილებს. ბიზნესები ქმნიან საკუთარ პროფილებს.

  • 2

    ჩვენ ვამოწმებთ ორივე მხარეს, რომ დავრწმუნდეთ მათ ვალიდურობაში.

  • 3

    ბიზნესებს შეუძლიათ ფილტრების გამოყენებით იპოვონ, ზუსტად ის ვისაც ეძებენ და პირდაპირი კომუნიკაცია დაამყაარონ.

ტალანტებისთვის

დაიღალე გაუთავებელი რეზიუმეების გაგზავნით და უსასრულო შესარჩევი პროცესებით? Behire სხვაგვარად მუშაობს, აქ კომპანიები გეძებენ შენ. უბრალოდ შექმენი პროფილი, გამოაჩინე შენი უნარები და დაელოდე შეთავაზებებს. აღარ არის საჭირო განცხადებებზე პასუხის გაცემა და CV-ების გაგზავნა, Behire გეხმარება პირდაპირი შეთავაზებების მიღებაში, რაც დროსაც გიზოგავს და შენს რეალურ ღირებულებასაც აჩვენებს.

Behire არის შექმნილი ყველა ტექნოლოგიური სფეროს წარმომადგენელი ტალანტისათვის. ჩვენ ვიცით, როგორ უნდა გავამარტივოთ დასაქმების პროცესი, რომ არ დაკარგო დრო არაფრისმომცემ პროცესებში. შეუერთდი Behire-ს და მიიღე შენს უნარებზე მორგებული საუკეთესო კარიერული შეთავაზებები – დროა კომპანიებმა გადადგან პირველი ნაბიჯი! 🚀

ანგარიშის შექმნა უფასოა

ბიზნესებისთვის

გიჭირთ გუნდის ახალი წევრების პოვნა და დაქირავების პროცესში ბევრი დრო და რესურსი იხარჯება? Behire ცვლის ტრადიციულ მიდგომას,აქ ტალანტები ელოდებიან თქვენს შეთავაზებებს. ჩვენი პლატფორმა გაძლევთ შუალედური ეტაპების გარეშე წვდომას ტექნიკურად კვალიფიციურ კანდიდატებზე, რომლებიც უკვე მზად არიან ახალი გამოწვევებისთვის. აღარ არის საჭირო განცხადებების გამოქვეყნება და გადატვირთული რეზიუმეების გარჩევა,Behire გაძლევთ მარტივ, სწრაფ და მიზანმიმართულ დაქირავების პროცესს.

Behire შეიქმნა ტექნიკური დაქირავების გასამარტივებლად. Behire-ის დახმარებით, თქვენ თავად შეგიძლიათ გაფილტროთ მაღალი დონის კვალიფიციური კანდიდატები, რაც გეხმარებათ სწრაფად იპოვოთ სწორი პიროვნება, დაზოგოთ დრო და დაიზღვიოთ არასწორი დაქირავების რისკები. იპოვეთ საუკეთესო ტალანტები მარტივად! 🚀

ანგარიშის შექმნა უფასოა
Behire

ახალი გზა ტალანტებისათვის, საკუთარი კარიერის შესაქმნელად.

© 2025 Behire. ყველა უფლება დაცულია.